вторник, 19 августа 2008 г.

Spider-woman ქალი ობობა






ესაა ქალი,რომლის ხელჩანთაშიც ობობის ქსელს აღმოაჩენთ; რომელიც აბლაბუდას გვერდით ცხოვრობს; რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი ობობის ნართია,მის მოსაპოვებლად ბნელ სარდაფშიც ჩავა და საუკუნოვან,დამტვერილ სხვენზეც კი აძვრება;რომელიც სადაც არ უნდა მოხვდეს,უნებურად თვალი ჭერისკენ გაურბის।ეს ქალი, ია მღებრიშვილი დაიბადა 1965წლის 11 აპრილს, ადიგენი।უდე।




-,,იდეის დაბადებას წინ უძღვის ბინალური, პროზაული ისტორია.’’1995 წლის ზაფხულში,ჩემს მშობლიურ კუთხეში,მესხეთში, ადიგენი.უდე ყოფნის დროს,ოთახის კედლის კუთხეში შევნიშნე უნაზესი,აჟურული ნაქსოვი ობობის ქსელი.რამდენიმე წამს შევაჩერე მზერა.ისეთი ესთეტიკური განცდა დამეუფლა,თითქოს მხატვრული შედევრის წინწშე ვიდექი. ქსელის კედლიდან მოხსნის დროს,იყო გონების წამიერი განათება,-აზრის გაელვება.მახსოვს,უნებლიედ წამოვიძახე არქიმედეს-,,ევრიკა!’’ეს იყო წამი აღმოჩენისა.რამდენიმე წუთში, სპონტანურად შეიქმნა ობობის ქსელით პირველი ქმნილება,რომელსაც ,,მშვენიერების დატყვევება’’ვუწოდე.
1990 წელს დაამთავრა ქ.თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობისსახელმწიფო ინსტიტუტი,ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1990-2006წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას,მუშაობდა ქ.რუსთავის N10 საჯარო სკოლაში,ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
2007 წლიდან მუშაობს ქ।რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებაში მხატვარ-დიზაინერად.




1995 წლიდან იწყება თვითნასწავლი მხატვრის აქტიური შემოქმედებითი ბიოგრაფია. სხვადასხვა წლებში რეგულარულად მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში, კონკურსებსა და ფესტივალებში. დაჯილდოებულია სიგელებითა და დიპლომებით, მათ შორის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ.


ია მღებრიშვილი 1995 წელს მიდის ორიგინალურ მიგნებამდე।საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა,,საქპატენტი’’2003 წელს მიანიჭა საავტორო უფლება,-პატენტი გამოგონებაზე.მხატვარს უჩნდება სახვით ხელოვნებაში არატრადიციული მასალის,ბუნებრივი კომპონენტის,-ობობის ქსელის გამოყენების იდეა,რომელიც ითვლება უპრეცედენტო შემთხვევად მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ავტორს ნამუშევრების შექმნისათვის გამოყენებული აქვს წლების მანძილზე ბუნებრივად დამტვერილი 17, 30, 45 და ა.შ. წლების სიძველის ობობის ქსელი მოპოვებული აქვს საუკუნის ქსელიც.










ია მღებრიშვილი არაერთხელაა დაჯილდოებული. მისმა ხელოვნებამ I ადგილი დაიკავა ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა გალერეაში მოწყობილ კონკურსში და განათლების სამინისტროს მიერ დაჯიდლდოვდა ოპერის თეატრში.(2001წ.)
ქალბატონ იას ასევე მიღებული აქვს პატრიარქისგან სიგელი, 2001 წელს।
ჩვენი გუნდის სახელით დიდ მადლობას უხდით ქალბატონ იას გულთბილი მიღებისათვის და დახმარებისათვის.